11.თებერვალი.2019 23:23
საქმის კურსი

რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ

რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ახალი რეგულაციები დაუწესდეთ. დამატებითი ვალდებულება ბიზნესს, შესაძლოა, ღამის ეკონომიკის პოლიტიკის განვითარებისა და ხმაურის რეგულაციის ფარგლებში დაეკისროს. ღამის ეკონომიკის განვითარება პირველ რიგში სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს. ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე bm.ge-ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ესაუბრება. როგორც გაირკვა, თბილისის მერია ინვესტორებისთვის სპეციალურ ვებგვერდსაც ქმნის. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით?