07.დეკემბერი.2018 11:26
საქმიანი დილა

რატომ შეიძლება ვერ შესრულდეს სააქციზო შემოსავლების გეგმა?

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა. ბევრ სხვა კრიტერიუმთან ერთად ჩაშლილ მონაცემებში ამოიკითხავთ, რომ აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 მლრდ 420 მლნ ლარის ოდენობით, რაც 30 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით; ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიმდინარე წელს აქციზიდან მისაღები შემოსავლების გეგმა, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება ამაზე მსჯელობისათვის საფუძველი ალბათ უკვე არსებობს.

სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - British American Tobacco Caucasus and Moldova, დირექტორი იურიდიულ და კორპორატიულ საკითხებში