08.მარტი.2019 14:28
ანალიტიკა

რატომ არ უკავშირებს პრემიერი ანაკლიის პორტს „ხაზარაძის საქმეს“?

საინფორმაციო ველში უნდა მოხდეს თიბისი ბანკის, მისი აქციონერების და ანაკლიის თემების განცალკევება. ეს არის სამი განსხვავებული საკითხი, არ უნდა მოხდეს მათი აღრევა - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდება - ასეთი მოწოდება მოვისმინეთ საქართველოს პრემიერმინისტრისგან დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.