08.მარტი.2019 22:55
ანალიტიკა

რამდენმა ადამიანმა იმკურნალა ცე ჰეპატიტის პროგრამით?

რამდენმა ადამიანმა იმკურნალა ცე ჰეპატიტის პროგრამით? - ეს კითხვა ამ კვირაში გახდა აქტუალური, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამს რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობა 125 ათასმა პაციენტმა მიიღო, ევროპული საქართველოს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მინისტრის ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

რიცხვები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის ცე ჰეპატიტის ელიმინაცია მოახდინოს. თავის დროზე ამ უმნიშვნელოვანეს საპილოტე პროგრამაში საქართველოს საბოლოოდ ჩართვას და ამერიკული გილეადისგან უფასო წამლებით უზრუნველყოფას, ყველა - უმცირესობაც და უმრავლესობაც - დიდი მოლოდინებით და მხოლოდ დადებითი სურვილებით შეხვდა.

სტუმრები: ზურა ჭიაბერაშვილი - “ევროპული-საქართველო“; წევრი
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი