მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ დაიხარჯა ბიუჯეტიდან "შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარების სესხების სუბსიდირებისთვის?

BM.GE
12.10.18 18:34
1333
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგროკრედიტის ბიუჯეტი 90 მილიონ ლარამდეა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაჟიანი ქვეპროგრამის - შეღავათიანი აგროკრედიტის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 45-დან 49 მილიონ ლარამდე იზრდება. თელარა გელანტია დაინტერესდა, რამდენი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას მისი დაწყებიდან ანუ 2013 წლიდან დღემდე, რამდენი სამუშაო ადგილია შექმნილი, რამდენი მილიონის სესხია გაცემული სოფლის მეურნეობაში და რამდენი მილიონი გადავიხადეთ გადასახადების გადამხდელებმა პროგრამის ბენეფიციარების სუბსიდირებისთვის?