11.ოქტომბერი.2018 23:31
საქმის კურსი

რამდენად მცირდება ბიუროკრატიის ხარჯები 2019 წელს

2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის შრომის ანაზღაურების მუხლი იზრდება დაახლოებით 60 მლნ ლარით და ჯამში, მილიარდ 473 მლნ 769 ათასი ლარი დაგვიჯდება მომავალ წელს სახელმწიფო ბიუროკრატების ხელფასები. რაც შეეხება უშუალოდ, საჯარო უწყებებში მომუშავეთა რაოდენობას, მათი რიცხვი  ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაახლოებით 1513 კაცით 112 100-მდე მცირდება. ნამდვილად მცირდება თუ არა ბიუროკრატების რიცხვი ქვეყანაში თუ მხოლოდ ქაღალდზეა კლება?