მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

BM.GE
20.03.19 09:15
805
ქუთაისში "თეთრი ხიდის" გახმაურებული პროექტის შემდეგ მერიამ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა. სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. სატენდერო მონაცემებით, ირკვევა, რომ მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ გააფორმა. სარეაბილიტაციო სამუშოები კომპანია "ლა მოდერნას" უნდა განეხორციელებინა. კომპანიის წარმოადგენელი 2018 წლის დეკემბერში "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, რომ რეაბილიტაციისთვის მზადება მიმდინარეობდა, რაც სამუშაოების რამდენიმე ეტაპს გულისხმობდა. დღეს კი განმარტავს, რომ მერიამ ტენდერი ხელშეკრულების გაფორმებამდე შეწყვიტა და ზუსტი მიზეზი არ ახსოვს. კომპანიის წარმომადგენელი დავით ხურციძე ვერ იხსენებს, რატომ გააუქმა დამკვეთმა ტენდერი, ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობის ჩართულობა დაასახელა. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდზე სამუშაოები გადავადდა, თუმცა ორნამენტების განთავსება აუცილებლად განხორციელდება.

http://www.newpress.ge/rustavelis-xidze-dagegmili-reabilitacia-shechera.