06.დეკემბერი.2018 23:40
საქმის კურსი

"უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა"

ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტი "უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა" განხორციელდა. პროექტი ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლასა და დაზიანებების დიაგნოსტიკას ითვალისწინებდა, მათი სამომავლო რესტავრაცია-კონსერვაციის მიზნით.