მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუფთა ჰაერისთვის"

BM.GE
14.04.18 12:27
1453
კამპანია სუფთა ჰაერისთვის ახალ სიჩქარეს კრებს. კამპანიაში უკვე ოცამდე კერძო კომპანიაა ჩართული, რომელთა მიზანია როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება "მწვანე" პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექ-ინსპექტირების წახალისებით და სხვა.