მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთგანათების სერვისმა" 70 000 ლარიანი ამწე შეიძინა

BM.GE
20.03.19 09:17
873
ნიუპოსტის ინფორმაცით "ქუთგანათების სერვისმა" 70 000 ლარიანი ამწე შეიძინა. ააიპმა ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, კოშკურიანი ამწე საჭიროა ქუთაისის მუნიციპალიტეტის გარეგანათების ქსელისა და შუქნიშნების შეუფერხებელი ექსპლოატაციისათვის. ტენდერში მხოლოდ შპს "ავტო 2021" მონაწილეობდა და მან 67 500 ლარად გაიმარჯვა. გამარჯვებული ვალდებულია ამწე 60 დღეში გადასცეს ააიპს. ააიპ "ქუთგანათების სერვისი" 2018 წელს დარეგისტრირდა, ააიპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოიყო. მერიაში განმარტავდნენ, რომ ააიპის შექმნა გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა თვითმმართველობისთვის, ვიდრე სამუშაოების შესასრულებლად სხვა კომპანიის დაქირავება. ქუთაისში 2015–2017 წლებში გარეგანათების სამუშაოები აუდიტის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშით, 715 600 ლარი არაეფექტიანად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია. საქმე შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნა.

http://www.newpress.ge/qutaisis-meriis-aaipma-67-500-lariani-amwe-sheizina.