მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ემ კვადრატის" და "ეკოვიჟენის" ეკო-ტრენინგი

BM.GE
15.06.18 10:24
1830
სამწუხაროდ ყველას გვახსოვს თუ რამდენად ხშირი იყო შარშან ხანძრები მთელი საქართველოს მასტაბით და რამდენად დიდი ფართობის ტყე დაიწვა მთლიანობაში საქართველოში. ეკოსისტემის გაჯანსაღებისა და ერთგვარი რეაბილიტაციისთვის არაერთი კომპანია ჩაერთო აღდგენით სამუშაოებში და მათ შორის იყო მ2-იც. მეტიც, კომპანია ამით არ დაკმაყოფილდა და გარემოს დაცვით ორგანიზაცია ეკოვიჟენთან ერთად ძლაიან საინტერესო კამპანია დაიწყო.