11.ივლისი.2018 16:54
საქმის კურსი

ქართული ავიაბაზარი - ავიბილეთების ფასები

ერთი თვის წინ Georgian Airways საპროტესტო აქციებს გეგმავდა. მიზეზი აეროპორტების ოპერატორი თურქული კომპანია “ტავ ჯორჯიას” ფინანსური პოლიტიკაა, თუმცა საპროტესტო განწყობები ქუჩაში მაინც არ გამოსულა. ეროვნული ავიაკომპანია “ტავ ჯორჯიას” მომსახურების გაიაფებას ითხოვს, რადგან თავის მხრივ, ავიაბილეთებზე ფასების შემცირება სურს. იმ ფონზე, როცა აეროპორტების დატვირთვა იზრდება და 2018 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 30%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით საინტერესოა, რა ვითარებაა “აირზენასა” და “ტავ ჯორჯიას” შორის, ასევე მზარდი კონკურენციის პირობებში, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი Georgian Airways-სგან.

სტუმარი: თამუნა თანდაშვილი - Georgian Airways ; კომერციული დირექტორის მოადგილე