მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი რეჟისორები თანამედროვე ქართულ კინოში

BM.GE
14.12.18 14:08
1069
ევროსაბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის“ 153-ე სესიას ეროვნული კინოცენტრი მასპინძლობს. ეროვნული კინოცენტრი "ევრიმაჟის” წევრი, საქართველოსთან ერთად, 2011 წელს გახდა. საქართველოს წარმომადგენელი ფონდში თამარ ტატიშვილია. სწორედ თამარი იცავს და მხარს უჭერს იმ ქართულ პროექტებს, რომლებსაც ევროპული კოპროდუქციის სტატუსი აქვთ. მთავარი რიცხვები ასეთია: 2011 წლიდან ქართული პროექტებისთვის 3 მილიონ ევროზე მეტია მოპოვებული - დაფინანსებულია 14 ფილმი და მოგებულია 3 განვითარების გრანტი. მეტ დეტალს უკვე ჩვენი სტუმრისგან შევიტყობთ.

სტუმარი: თამარ ტატიშვილი - „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი