მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირების გაერთიანება უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის

BM.GE
15.11.18 18:49
954
პროფკავშირების გაერთიანება უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის. გაერთიანების ინიციატივით, შემწეობა იმ მოქალაქეებს უნდა დაენიშნოთ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ სამსახური დაკარგეს. შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი დასახელდა, რომელიც უმუშევრებმა უსამსახუროდ დარჩენიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. რა დაუჯდება სახელმწიფოს აღნიშნული შემწეობა და რას გულისხმობს კვლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა?