11.თებერვალი.2019 14:33
საქმის კურსი

მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და უფლების გარეშე სარგებლობა ფინანსური სანქციის დაკისრებას გამოიწვევს

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და ის პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ზემოთაღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმებას 2 - ათასი ლარით.

სტუმარი: გიორგი კახიანი - პარლამენტარი