13.ივნისი.2018 16:57
საქმის კურსი

მერია სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას გეგმავს

ვაშლიჯვარში, მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. როგორც bm.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალიტეტი ქალაქში საავტომობილო მოძრაობის შემცირებას ელოდება, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე შესაბამის დავალებას გასცემს.