მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაციის პერსპექტივა და გამოწვევები საქართველოში

BM.GE
23.01.18 17:25
1347
მედიაცია როგორც დავის ალტერნატიული მოგვარების მეთოდი. სპეციალისტების შეფასებით, განვითარება მნიშვნელოვანია სასამართლოების განტვირთვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის. მედიაცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილიც არის და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნა გახლავთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ინფორმაციით, მედიაციაზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2013-2015 წლებში მედიაციის ცენტრმა 43 საქმე განიხილა, 2016-2017 წლებში საქმეების რაოდენობამ 73-ს მიაღწია. სწორედ აღნიშნულმა მზარდმა სტატისტიკამ გამოიწვია ახალი მედიატორების მომზადება მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

სტუმრები: ალექსანდრე წულაძე - სამართლის დოქტორი; სოფო დუღაშვილი - მედიატორი.