მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიანეთის ინტერნეტიზაციის პროექტი

BM.GE
18.03.19 11:26
722
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ უკვე გაფორმებულია. წინ დიდი და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა, თუმცა შედეგი მრავალმხრივად სასარგებლო უნდა იყოს. რა გამოწვევები აქვს ეკონომიკის სამინისტროს ამ ხელშეკრულებით დასაფარი?

სტუმარი: ეკა ყუბუსიძე - ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი, უფროსი