მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივი "ერთობა" ფართოვდება

BM.GE
22.06.18 23:19
1432
კოოპერატივი "ერთობა", რომელიც ბათუმის რესტორნებს სალათის ფურცლით ამარაგებს, ახალ სათბურს აშენებს. ახალი სათბური 2100 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ,,ერთობა“ 2014 წელს სამმა ძმამ დააფუძნა და 1000 კვადრატულ მეტრ სათბურს ფლობდა. ამჟამად კოოპერატივში 8 წევრია: ერთობამ ევროკავშირის პროექტ ენპარდის საშუალებით გაერთიანებული  სათბურების მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. კოოპერატივის კუთვნილი სათბურები ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში მდებარეობს.