მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

BM.GE
25.05.18 14:36
919
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა. მოკლევის შედეგად კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55 მილიონიდან 3 მილიონ ლარამდე შეუმცირა.