მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფერენცია კრიპტოვალუტების შესახებ

BM.GE
19.06.18 10:36
1697
20 ივნისს თბილისში კრიპტო ღონისძიება Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 დაგეგმილი. კონფერენციის ორგანიზატორების მიზანია, მასში მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები სრულად გაიცნონ. კონფერენცია რამდენიმე მიმართულებით იქნება საინტერესო : მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა; ბლოკჩეინი ბიზნესისთვის – ქეისები; ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში; კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;

სტუმრები: ალექსანდრე სუდაძე - Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი;
ვანო ნარიმანიძე - ასოციაცია Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელი;
დავით კიზირია - საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი