07.დეკემბერი.2018 11:18
საქმიანი დილა

კიბერუსაფრთხოება

განვითარებასთან პირდაპირ პროპორციულად კიბერ დანაშაულის და საფრთხეების რისკები ყველა ქვეყანაში ერთიანად იზრდება. კიბერ სამყარო საზღვრებს არც აღიარებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს კომოიტერებზე, ელექტრონულ ინფორმაციაზე, საბანკო ანგარიშებზე თუ სამუშაო ქსელზე უკიდურესი აღმოსავლეთიდან თუ ამერიკის კონტინენტიდან ისეთივე თავდასხმის განხორციელებაა შესაძლებელი, როგორც გვერდითა ოთახიდან. პირადი ინფორმაციის, თუ კერძო სტრუქტურის დაცვასთან ერთად კიბერუსაფრთხოების თემატიკა მასთაბური გამოწვევაა სახელმწიფოებისთვის.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევაშიც მიუთითა, რომ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვით საკითხებითან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ერთ ერთი მნიშვნელოვანი რისკი კიბერუსაფრთხოებაა.

პრობლემის მნიშნელობა ნომერ პირველი საწუხარი მოქალაქეებში არ არის, მაგრამ იმავე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში აღნიშნული იყო რომ კვლევისთვის გამოკითხული რესპოდენტების 13%-სთვის მთავარ რისკს წარმოადგენს შესაძლო კიბერთავდასხმა. მოკლედ კიბერ უსაფრთხოება ნამდვილად დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. ერთგვარად რისკების გადაზღვევის ნაწილია კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მეხუთედ ჩაატარა და რომლის მიზანიც კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადებაა.

სტუმარი: დავით ქვათაძე - იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის მენეჯერი