მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ ჯეფრი საქსთან

BM.GE
18.03.19 17:02
983
მსოფლიოს ყველაზე ხშირად ციტირებადი ეკონომიკის პროფესორი, ბესტსელერების ავტორი, ინოვატორი განათლებაში და გლობალური ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში - ყველა ეს რეგალიე ერთ ადამიანს ჯეფრი საქსს ეკუთვნის.

ჯეფრი საქსი დღეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ქსელს ხელმძღვანელობს და ამ მიზნების ადვოკატირებაში პირადად გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს ეხმარება. 2001-2018 წლებში ჯეფრი საქსი გაეროს გენერალური მდივნების - კოფი ანანის, ბან კი მუნის და ანტონიო გუტიერესის სპეციალური მრჩეველი იყო. დღემდე კოლუმბიის უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი აკადემიური რანგის პროფესორია.

მისი ექსპერტიზის სფეროებია: ეკონომიკური განვითარება, გლობალური მაკროეკონომიკა და სიღარიბესთან ბრძოლა. თავისი საქმიანობის 30 წლის განმავლობაში ჯეფრი საქსი რჩევებით ამარაგებდა სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებსა და მთავრობებს ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში.

ამ კვირაში ჯეფრი საქსი სულ რამდენიმე დღით საქართველოს ესტუმრა.