მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჭუბერის თემში

BM.GE
28.12.18 10:27
1213
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სადაც 300 კომლი ცხოვრობს, ივლისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა. წყალმა წაიღო 5 ხიდი და სახლები დააზიანა გზა, მდინარის სანაპიროსთან სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა. მაშინ საკმაოდ რთული სამუშაოს შესასრულებლად ჭუბერის თემში ალტერნატიული გზა გაიხსნა და ასე ცდილობდა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება მომხდარი ბუნებრივი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრას. სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურის აღდგენითი შამუშაოებისა კომპანია ნენსკრამ ითავა და გენერალური კონტრაქტირის შერჩევამდე კომპანია GCC-სთან პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თავის მხრივ გზების და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სტუმარი:ალექსანდრა ჩიქავა - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“, დირექტორის მოადგილე