14.თებერვალი.2018 09:23
საქმის კურსი

გაზრდის თუ არა საპენსიო რეფორმა ახალგაზრდებში უმუშევრობას?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონ-პროექტის განხილვა გადაიდო. მიზეზად კი მომხსენებლის შეცვლა დასახელდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ აღნიშნა, მომხსენებელი ფინანსთა სამინისტროდან მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომხსენებლის შეცვლა იგეგმება და სწორედ ამიტომ ვერ იმსჯელეს დღეს კანონმდებლებმა საპენსიო რეფორმაზე.