30.ნოემბერი.2018 23:48
ანალიტიკა

ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი

ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, თბილისში ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ფორუმი დღეს ქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და მისი მიზანი ასე ახსნა - ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსაზღვრა, ქალაქში აუთვისებელი სივრცეების გააქტიურების გზების მოძიება, ადგილობრივი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ვიზიტორების ჩართვა და ღამის თბილისის იმიჯის გაუმჯობესება. რა მოლოდინები და გათვლები არსებობს ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით?


სტუმარი: სერგი გვარჯალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი