მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინური სკოლა საქართველოში

BM.GE
19.02.19 11:13
2131
ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა. ბოლო წლებია რაც კრიტიკოსები ამ მიმართულებით მომრავლდნენ, თუმცა ქვეყანა რეიტინგების სათავეში ბოლო 40 წლიან ლიდერობას ჯერ მაინც არ თმობს. წარმატება, საუკეთესო შედეგები რეიტინგებში თუ ინდივიდუალურად საშუალო განათლება მიღებულების შეფასებები რა თქმა უნდა, განათლების ძირეული რეფორმების შედეგია, რაც მრავალ ქვეყანაში ახლა ინერგება. მათ შორის საქართველოშიც. სექტემბრიდან საგურამოში პირველი ფინური სკოლა გაიხსნება.

პირველი აკადემიური წელი მოსწავლეებისათვის სწორედ სექტემბრიდან გაიხსნება, რაც დაწყებითი 3 კლასის გახსნას მოიცავს, ხოლო 1-2 წელიწადში დაიწყება 7 ჰა ტერიტორიაზე სრულ ფინურ მოდელში შემავალი სკოლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა რომელიც 2021 წელს დასრულდება. მოსწავლეებისთვის სექტემბრიდან იმიტომ რომ ვიდრე ფინური სკოლა აღსაზრდელებს მიიღებს პედაგოგების შერჩევის პროცესი, მენეჯმენტის დაკომპლექტების მნიშვნელოვანი ეტაპები უნდა გაიარონ.

ფინური სკოლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, რომელსაც თავის მხრივ ორი მხარე ეყოლება, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ რომელიც ფინურ განათლების კონსორციუმთან „Polar Partners”-თან თანამშრომლობს და რომელსაც თავის მხრივ მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე აქვს განხორციელებული.

სტუმრები: აიეტ კუკავა - "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი", აღმასრულებელი დირექტორი;
კიმო კუმპულაინენი - "Polar Partners Ltd", დამფუძნებელი