მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება - მთავარი გამოწვევები

BM.GE
06.02.18 17:28
1454
ევროკავშირის წამროამდგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საქმის კურსისთვის მიცემულ ინტერვიუში გარდა არაერთი საკითხისა, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მიმდინარე შედეგებსა და ამ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივებზეც ისაუბრა. ჰერმანის განმარტებით საქართველო კარგად აცნობიერებს იმას რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არც ისე მარტივია. როგორც ევროკავშირის ელჩი ამბობს რასაკვირველია ვაჭრობის ლიბერალიზაციის კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ევროკავშირის ბაზრის ფართოდ გახსნა და შესაძლებლობების სრული ათვისება ჯერ კიდევ არ მომხდარა განსაკუთრებით კონრეტულ სფეროებში, მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რადგან მოლოდინები რაც თავდაპირველად იყო ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გამართლდა , თუმცა დღემდე მაინც რჩება გამოწვევები . პროდუქციის ხარისხი და წარმადობა - ეს არის ის ორი ძირითადი ასპექტი რაზეც იანოშ ჰერმანი აპელირებს.