28.დეკემბერი.2018 01:29
საქმის კურსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე

„ეროვნული ბანკი ყოველთვის ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტლებები, რომელიც მივიღეთ, ამ ჰორიზონტზეა მიმართული და ვფიქრობ, ზუსტად მიესადაგება ჩვენს ძირითად მანდატს, რომ ვიზრუნოთ ფინანსური სტაბილურობისთვის”, - ასე აფასებს მოკლედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებას, რომელზეც ხელი უკვე მოწერილია და ძალაში, რამდენიმე დღეში - 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.