მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკა მაზმიშვილის ნარატივი

BM.GE
23.01.18 13:55
1249
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელა ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, სწავლობდა გრენობლის უნივერსიტეტში არტ-მენეჯმენტის მიმართულებით, გაიარა უმარავი ტრენინგი და ძალიან უყვარს სპეციალური ლიტერატურის კითხვა მენეჯმენტის სფეროს უკეთ გასაცნობად. პირველი სამუშაო გამოცდილება ჯორჯ სოროსის ორგანიზაციაში ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” შეიძინა, მოგვაინებით ”თეატრალურ სარდაფს” შეუერთდა, რომელმაც როგორც თავად აღნიშნა, სრულად განსაზღვრა მისი ცხოვრება, შემდეგ კი, თბილისის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა და ბათუმის Street Art-ის პროექტში ჩაერთო.

სტუმარი: ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი