მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს უკან დაბრუნება

BM.GE
19.02.19 09:50
2545
გასული წლის იანვარში მაშინ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებულ სისტემას დანერგვადა. მაშინვე ამ ცვლილების დაანონსებასთან ერთად მამუკა ბახტაძემ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყებოდა, რაც პროცესს ავტომატურ რეჟიმზე მალე გადართავდა. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დასახელებული ვადები რამდენჯერმე დაირღვა თუმცა რამდენიმე დღის წინ დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების სიტემა ჩაირთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15 თებერვლიდან ბიზნესი დღგ–ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს. რას ნიშნავს ეს ?! მაშინ როცა ფინანსთა სამინისტროში კონკრეტული კომპანია ზედმეტობის დაბრუნებისთვის მოთხოვნას აგზავნიდა, ამ მოთხოვნას შესაბამისი უწყებები განიხილავდნენ, აფასებდნენ რისკებს.. და ა.შ საკმაოდ ვრცელი პროცედურა იყო. ფინანსთა სამინისტროს ირწმუნება რომ განაცხადების მიღება 15 თებერვლიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება და უწყების ხელმძღვანელის ვარაუდით 90 პროცენტი ყველა მოთხოვნილი თანხისა, 24 საათში დაუბრუნდება ბიზნესს.

სტუმარი: ვახტანგ ლაშქარაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსი