მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების ხელშეწყობის სტარტაპი

BM.GE
13.12.18 11:57
897
2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. საქსტატის ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ამ შუალედში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 64.3% ეკონომიკურად აქტიურია. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3%-თ. მცირედით, 0.1%-ით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვიც და 2018 წლის III კვარტალში 48.8% შეადგინა. დასაქმებულთა სტატისტიკის გაუმჯობესებისათვის სხვა რეცეფტია, თუმცა სტარტაპი რომელსაც ერთი წელი უსრულდება თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სტატისტიკაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ცალსახად საინტერესო უნდა იყოს. დაახლოვებით ერთი წლის წინ დაარსდა “Hr-Hub” რომლის მიზანსაც დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. მათი მომხმარებლების ბაზარი რომ დიდია ამას სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ ისიც ფაქტია რომ სამსახურის მაძიებლებისათვის საინტერესო შეთავაზებებით დატვირთული ვებ გევრდის შემქმნელები პიონერები არ არიან. რატომ იყო სტარტაპ საქართველოს პროექტისათვის HR-hub-ის დაფინანსება საინტერესო და რა შედეგი მოყვა რამდენიმე თვიან მუშაობას?

სტუმრები: დავით კიკვიძე - hr-hub.ge დამფუძნებელი დირექტორი;
გიორგი ლომიძე - "სტარტაპ საქართველო", დირექტორი