12.მაისი.2018 10:58
ბიზნეს Lunch

ბიზნეს მედია LUNCH

ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი/სალონის ხელოსანი, გზავნილები. სანამ ამ სფეროში მომუშავე პირებზე საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ მათი ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. თუმცა, შესწავლის შემდეგაც განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვრები, რომელთა გაცემაც ამ პროფესიის ადამიანებზე "სასურველია" არ მოხდეს. ძირითადად ამ სეგმენტს - ისევე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკრედიტებენ. რა გავლენა ექნება ამ და სხვა შეზღუდვებს მათ საქმიანობაზე?