მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბეტონში ჩასმული" თბილისი

BM.GE
16.03.18 16:58
2419
ამჟამად თბილისში 3 მილიონი კვადრატული მეტრის განაშენიანება მიმდინარეობს, რაც 33 385 სახლი და 525 პროექტია. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სამშენებლო ნებართვებს ისე გასცემს, რომ არ იცის, თბილისის რომელ რაიონში რამდენი ობიექტი შენდება. BMG-ის ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ცდილობდა თბილისის რაიონების მიხედვით მშენებლობის ნებართვების და ტიპების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა არქიტექტურის სამსახურიდან ოფიციალური წერილით გვაცნობეს, რომ მსგავს ანალიტიკურ სტატისტიკას მერიის შესაბამისი სამსახური არ ფლობს. შევეცადეთ სამსახურის უფროსთან გაგვერკვია მიზეზები, თუმცა მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზით თემურ ბოლოთაშვილთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ამიტომ ინფორმაცია თბილისში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ალტერნატიული წყაროებიდან მოვიპოვეთ. მათ შორის ერთი, მერიის ზედამხედველობის სამსახურია, მეორე კი უკვე დამტკიცებული გრგ-ები - ანუ განაშენების რეგულირების გეგმები. ნახეთ სიუჟეტი ქალაქზე სადაც მშენებლობის ბუმია, თუმცა ეს კიდევ არაფერია ბეტონის ჩონჩხების იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც თბილისს კანონიერად ემუქრება.