მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კოდექსი და ბიზნესის შეფასებები

BM.GE
14.04.18 12:30
1542
ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში, სახელმწიფომ უკვე შეიმუშავა ნარჩენების მართვის კოდექსი. 2018 წელი ბოლო ვადაა, როცა საკანონმდებლო ბაზა მთლიანად უნდა გაიმართოს. კომპანიებისთვის კოდექსი ძალაში 2019 წლიდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ახალი რეგულაციები დაეკისრებათ. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ხმარებიდან ამოღებული პროდუქციის დახარისხებისა და გადამუშავების ვალდებულება დაეკისრებათ. კოკა-კოლა პროაქტიულად ცდილობს თანამედროვე სისტემა ვადის ამოწურვამდე დანერგოს და გამოსცადოს. ამ მიზნით მან ლუნდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ექსპერტების სამუშაო ჯგუფი შეკრა. კოკა-კოლაში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შეიძლება დანარჩენ ინდუსტრიასაც გამოადგეს და საბოლო ჯამში, სახელმწიფოსაც, კანონქვემდებარე აქტების მოსამზადებლად და 2018 წლამდე არსებულ ვადაში ჩასატევად.

სტუმრები: გივი კალანდაძე - კოკა-კოლა გარემოს დაცვითი  მენეჯერი;
ტომას ლინდქვისტი - ლუნდის უნივერსიტეტის  პროფესორი;
ნიკოლას ვეინერი - ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერტი