მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ააიპ-ი - "მედიკამენტები ნახევარ ფასად"?

BM.GE
23.05.18 16:44
1420
მედიკამენტები ნახევარ ფასად - ჯანდაცვის სამინისტრომ ამ იდეის განსახორციელებლად დაანონსებული არასამეწარმეო იურიდიული დააფუძნა. "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" - ამ სახელწოდებით იფუნქციონირებს პროგრამა, რომელმაც პენსიონირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარკვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ჩვენ შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობა აიპის ხელმძღვანელს ირაკლი მარგველაშვილს, თუმცა ის უცხოეთში იმყოფება. მანამდე საინტერესოა როგორ აფასებს ამ ნაბიჯს საპარლამენტო ოპოზიცის ის წარმომადგენელი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს კრიტიკოსებს შორის ერთ-ერთი პირველია, თუნდაც მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით.

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - საპარლამენტო უმცირესობის წევრი