მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიადაპირისპირება - Georgian Airways VS Tav Georgia

BM.GE
18.03.19 17:00
913
“ფორბს კვირისთვის” ცნობილი ხდება, რომ ქართულ ავიაკომპანიას დავალიანება საქაერონავიგაციის მიმართაც აქვს. კაბალური პირობები, ხარკი, უხარისხო მომსახურება-ასეთია “ჯორჯიან ეარვესის” დამფუძნებლის პრეტენზიები “ტავ ჯორჯიას” მიმართ, რომელსაც თამაზ გაიაშვილი თურქულ კომპანიად მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ “ტავ აეროპორტების” ძირითადი აქციონერი 2012 წლიდან ფრანგული “ADP group”- ია. ან,რა არის საძრახი თურქულ კომპანიაში ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

მაქვს ეჭვი და საფუძლვლიანიც რომ საზოგადოებსა არა აქვს სწორი წარმოდგენა თუ ვინ ფლობს და ოპერირებს ქართულ აეროპორტებს, სადაც 180 მლნ ზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული თბილისში და ბათუმში, და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. მოდი გადავხედოთ, ვინ არიან TAV ურბანის მფლობელები,რომელსაც არ მესმის რატომ მაგრამ კნინობით ფორმაში მოიხსენებიან როგორც თურქულ კომპანიას,თითქოს თავად ვანდერბურგების 17 თაობის სუფთა სისხლის წარმომადგენლები იყვნენ.

თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV ჰოლდინგის უმსხვილესი მეწილე არის პარიზის შარლ დეგოლის აეროპორტის მმართველი Airports de Paris, რომელიც TAV-ის აქციათა პაკეტის 46%-ს ფლობს. ანუ, იმედია ეხლა მაინც ამოიწურება საკითხი აერპორტების, თბილისი და ბათუმის მფლობელთა შესახებ. თბილისში ჯერ ვერ დავადგით თავი სწორუპოვარი საერთაშორისო სტანდარტების და ინტერესისი მქონე საფონდო ბირჟის არსებობას, და სტამბოლში კი, ამ კომპანიის კომპანიის აქციათა 44% კი სტამბოლის საერთაშორისო ბირჟაზე ივაჭრება და მისი მფლობელები საერთაშორისო ინვესტორები არიან.

ტავი 1997 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ერთერთი უმსხვილესი კაპიტალიზაციით და დღეს 19.000 ადამიანს ასაქმებს. ის რომ ტავ აირპორპორტს ჰოლდინგი ფაქტიურად ფრანგულ მფლობელობაშია თურქეთში ბაზირებული სათაო ოფისით, ის რომ ბათუმის და თბილისის აერპორორტების გარდა, ის მაკედონიის,თურქეთის,ხორვატიის, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების აერპორტებს უწევს ოპერირებას, ასევე მართავს რიგირ აეროპორტის დიუთი ფრის და მომარაგებას, იოლად სანახავი და ამოსაკითხია. მთავარია მოინდომო. არის თუ არა ეს ჩამოანათვალი ვინმესთვის და ნებისმიერისთვის რაიმე ტიპის ინდულგენციის მატარებელი.

სტუმარი: თამარ თანდაშვილი, Georgian Airways კომერციული დირექტორის მოადგილე