13.ივნისი.2018 16:58
საქმის კურსი

აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლი

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აუდიტორებს და კერძო სექტორს, რომელსაც გამჭვირვალე ფინანსური საქმიანობა მოეთხოვება, გასული წლიდან უკვე აქტიურად ახსენებს თავს. საქმის კურსის მაყურებლისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მუშაობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სწორედ ევროპული სტანდარების ქართულ რეალობაში გადმოტანას ცდილობს და ამ პროცესს მეთვალყურებს.

სტუმარი: იური დოლიძე - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; უფროსი