07.დეკემბერი.2018 11:21
საქმიანი დილა

,,არქიტექტურული პრემია 2018"

15 დეკემბერს მე - 13 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ,, არქიტექტურული პრემია 2018,, – ის გამარჯვებულები დასახელდებიან. 20 სექტემბერს დაწყებული ნამუშევრების ატვირთვა კონკურსისათვის 10 ნოემბერს დასრულდა და 10 ნომინაციაში უცხოელი ჟიურის წევრების მხრიდან 168 ნამუშევარია შერჩეული.

სტუმრები: ქეთი თათარაშვილი - "თერმოინდუსტრია", მარკეტინგის მენეჯერი;
ნინო ლაღიძე - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, ჟურნალ "სტილის" რედაქტორი;
დიმიტრი მოსულიშვილი - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.