მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა?

BM.GE
23.10.18 18:49
969
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს რომ ბიუჯეტის ათვისების პრობლემები აქვს, ამას 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 9 თვის შესრულების ანგარიში ადასტურებს. არსებობს ისეთი პროექტებიც, სადაც ნულოვანი ათვისება ფიქსირდება, მაგალითად, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, რისთვისაც გამოყოფილი იყო 11 მლნ ლარი, 9 თვის გეგმით უნდა გახარჯულიყო 4 მლნ 205 ათასი, თუმცა გამოყოფილი თანხა სამინისტროს მიერ არ ათვისებულა. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობისთვის გამოყოფილი იყო 10 მლნ ლარი, რომელიც ასევე არ ათვისებულა. ამ საკითხზეგანმარტებაც გაკეთდა, რომ აუთვისებლობის მიზეზს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პროექტის კონცეფციის შემუშავების გაჭიანურება;

სტუმარი: ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე