მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მნიშვნელობა

BM.GE
18.02.19 11:12
2090
თიბისი ბანკის თემა ანაკლიის პორტს რომ დაუკავშირდებოდა რთული გამოსაცნობი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი მათ კავშირს უარყოფს და მამუკა ბახტაძე გერმანიიდან გვითვლის, რომ სპეკულაციები შეწყდეს და მისივე თქმით ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს აუცილებლად ექნება, ამ კომენტარის შემდეგ ალბათ ბევრი კითხვის დაბრუნება შეიძლებოდა პრემირთან მაგრამ კომენტარად გვაქვს ის რაც გვაქვს და ისიც ფაქტია რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ეჭვები გააჩინა.

თავად მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება, რომელიც 11 წლის წინანდელ საქმე სუკავშირდება სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებას ემსახურება. ამჯერად გამოძიებას უბრალოდ შევეშვათ და მაინც პორტის აშენების მნიშვნელობაზე გვინდა აქცენტის გაკეთება.

რამდენიმე დღის წინ ეკონომისტმა დაწერა სტატია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც კარნეგის ევროპული ინსტიტუტის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის მოსაზრებით მთავრდება. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან და ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას შეცვალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება მის მიმართ და თავი დააღწიოს წარსულის პოსტსაბჭოთა მემკვიდროებას.

სტუმრები: თორნიკე შურღულაია - პროფესორი, ამერიკისმცოდნე და თომას ჯეფერსონის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი;
ზვიად აძინბაია - ტაფტის ფლეტჩერის სკოლის მაგისტრი; NATO–ს თავდაცვის კოლეჯის მკვლევარი