მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

66 მლნ დოლარით "ნენსკრა ჰიდრო" საქართველოს TOP ინვესტორთა ათეულშია

BM.GE
14.03.19 14:23
1289
66 მლნ დოლარით „ნენსკრა ჰიდრო“ საქართველოს TOP-ინვესტორთა ათეულშია. 2018 წელს სს „ნენსკრა ჰიდრომ“ საქართველოში 66 მილიონ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის თავად კომპანიამ მიაწოდა. შეგახსენებთ: 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1,200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრა ჰესი ექსპლოატაციაში 2025 წელს უნდა შევიდეს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ დოლარია.