13.მარტი.2018 16:53
საქმის კურსი

49 წლიანი იჯარა - საია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს

კომპანიას, რომელსაც თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, ასეულობით ათასი ლარის დავალიანება აქვს. კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950 140 ლარს, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო მილიონ 512 ათას 330 ლარს და 10 ათას 102 დოლარს. “ფილარმონია” მართვაში, შპს „ინტერნეიშენალ ივენთს” აქვს და საია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, შეწყვიტოს დადებული ხელშეკრულება.

სტუმარი: სალომე საღარაძე - საიას იურისტი