მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 მარტს დედამიწის საათი აღინიშნება

BM.GE
22.03.18 10:29
1379
შაბათს საქართველო მსოფლიოს “დედამიწის საათის” აღნიშვნის ყოველწლიურ ტრადიციას უერთდება, რომლის ორგანიზატორიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდია და ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

„დაუკავშირდი დედამიწას“ - „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი მსოფლიოში 2018 წლის 24 მარტს აღინიშნება.

სტუმარი: კახა მდივანი - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი