მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წლის 9 თვეში ექსპორტი - 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა

BM.GE
19.10.18 18:30
991
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 9 მლრდ 125 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 2 მლრდ 448 მლნ დოლარის საქონელი, ხოლო იმპორტისთვის ქვეყნიდან 6 მლრდ 677 მლნ დოლარის გადინება მოხდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. როგორია ზოგადი სურათი და რა დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა ექსპორტ-იმპორტის ტენდენცია ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორების ჭრილში?