11.ოქტომბერი.2018 18:23
საქმის კურსი

უნდა შეიქმნას თუ არა ახალი უწყება თბილისში, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას განსაზღვრავს?

შეიქმნება თუ არა თბილისში ახალი უწყება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი? მსგავსი რეკომენდაციით თბილისის მერიასა და საკრებულოს საკონსულტაციო კომპანია „მოტ მაკდონალდი“ მიმართავს. სწორედ დღეს გაიმართა საკრებულოში საკონსულტაციო კომპანიის კვლევის პრეზენტაცია და საკრებულოს კომისიის წევრებმა კომპანიის რეკომენდაციები მოისმინეს. დღესვე თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურმა წარადგინა გამონაკლისი შემთხვევები, თუ ვის შეეძლება განსხვავებული ფერის მანქანით ტაქსაობა?