მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველის ტურიზმი საქართველოში

BM.GE
15.02.19 09:41
1132
tasteatlas.com-მა მსოფლიოში საუკეთესო ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ ოცეულში ორი ქართული ყველი - მეგრული სულგუნი და სამცხე-ჯავახური ტენილი მოხვდა. რეიტინგი ვებგვერდის მკითხველებმა შეადგინეს. ონლაინ ხმის მიცემა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. ამ გზით მათ მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ყველი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეაფასეს. ირკვევა, რომ ქართულ ყველს მეტი პოპულარიზება სჭირდება. როგორ არის შესაძლებელი ქართული ყველის პიპულარიზაცია, რამდენად არის მოთხოვნადი ყველის ტურიზმი საქართველოში და შეიძლება თუ არა კონკურენცია გავუწიოთ ამ დარგში ისეთ წამყვან ქვეყნებს, როგორებიც არის ჰოლანდია და იტალია?

სტუმრები: გოჩა ღაღაშვილი - კომპანია „ცივის ყველის“ დამფუძნებელი.
გიორგი ღაღაშვილი - კომპანია "ცივის ყველი"