მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხრუშოვკები: მერიის შეთავაზება და ბიზნესის ინტერესი

BM.GE
19.02.19 09:10
1307
მ2 შემდეგ კიდევ ერთი დეველოპერი GDG ჯგუფი “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მერიისგან კერძო სექტორის მიმართ კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება - როგორ და რა პირობებით მოხდება პროექტის განხორციელება, რა ფართის გადაცემა მოუწევთ მოსახლეებისთვის და რა დარჩებათ თავად. “თუ მერიიდან იქნება შემოთავაზება, რომელიც მისაღები იქნება ბიზნესისთვის, ვფიქრობ, 5-დან 7 წელიწადში ეს პრობლემა თბილისისთვის სრულად მოიხსნება”,- აცხადებს წაქაძე. მერიაში შეთავაზებაზე იმსჯელეს და დედაქალაქის მთავრობა დეველოპერულ ბიზნესს ხრუშოვკების ჩანაცვლების ახალ პროექტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულებისთვის საჭირი თანხის ერთიანად ანგარიშზე დადება საჭირო აღარ იქნება. მერიაში განმარტავენ, რომ ინტერესის არქონის მიზეზი სწორედ მაღალ საბანკო გარანტიებს უკავშირდებოდა. რა იცვლება და რამდენად დიდია ხრუშოკვების ჩანაცვლებაზე ბიზნესის ინტერესი?