მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხე - ტყის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა

BM.GE
27.07.18 22:59
1269
ახალი სატყეო კოდექსის თანახმად საქართველოში ტერმინი - "კერძო ტყე" იარსებებს, - ეს მოვისმენთ დღეს საქმიანი დილის ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრისგან. მისივე თქმით, ამ ცნების შემოღება დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა.  

პარალელურად, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებული ტყის მასივების განკერძოვებას არ ცნობს. მისი თქმით, ევროპაში შერეული მოდელი წარმატებით მუშაობს. “ვფიქრობთ, რომ ერთი მართვის ორგანო უნდა იყოს პასუხისმგებელი ამაზე და ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი შესწავლით და დაკვირვებით” - თქვა ლევან დავითაშვილმა საქმიან დილაში. მინისტრის ეს განცხადებები მოჰყვა სვანეთში განვითარებულ მოვლენებს.

ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმიც კი შევიდა.