მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ჩამოეწერება ვალი? - სამთავრობო ინიციატივა

BM.GE
19.11.18 23:31
1564
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე მთავრობამ ვალების  განულების მასშტაბური ინიციატივის შესახებ გააჟღერა, რომლის თანახმად, 600,000 მოქალაქეს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადაუხდიათ სესხის პროცენტი და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში მათი ვალის ძირი თანხა თითოეულ შემთხვევაში  2000 ლარს არ აღემატება, ჯამში 1.5 მლრდ ლარის ვალს დაუფარავს ფონდი ქართუ.

სქემა ასეთია - საფინანსო ინსტიტუტების, როგორც ბანკების, ისე მისოების ასევე ონლაინ სესხების კომპანიების, ე.წ. სესხების ამომღები კომპანიების, ასევე ლომბარდების სესხებსაც იყიდის ფონდი ქართუ. როგორც ფინანსთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ერთდაერთი, ვინც შეთანხმებაში არ მონაწილეობს, ონლაინ სესხების კომპანია „ვივუსია“.

ვანო მაჭავარიანის თქმით, მისთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ თქვა ვივუსმა ე.წ. უიმედო სესხების პორტფელის ქართუსთვის მიყიდვაზე უარი, მაგრამ ფაქტია, ვივუსის კლიენტებს სესხები არ გაუნულდებათ.